"უშენოდ ცამან ცრემლი იდინა, უშენოდ ღამემ შავი ჩაიცვა, უშენოდ გულმა ბევრი იტირა, და სიყვარულის ხმა შორს გაისმა. გულს რომ აკლიხარ სული გნატრობს, ჩემთან რომ არ ხარ ვინ გაგათბობს, ვინ დაგიკოცნის გაყინულ ხელებს, უშენოდ ცხოვრება მოსწყინდათ ხეებს. გულში გრძნობების ქარი არიე, წვიმის წვეთებმა ბევრი იტირა, ჩემში ფიქრები შენი გარიე და უშენობამ კვლავ დაიტირა. უშენოდ დარი არ უდგათ ცრემლებს, ჩემი სუნთქვა ხარ და გულის ცემა, "შენზე გავგიჟდი რა მოხდა მერე? ერთხელ ხომ მაინც გიჟდება ყველა." ისევ ვოცნებობ შენზე ფერიავ, შენზე ფიქრებმა სად არ მატარა, "თუ ანგელოზი ქვეყნად არსებობს, ეს ანგელოზი შენ ხარ პატარავ." და მაინც რა არის სიყვარული? მითია? ცას და მიწას შორის გადებული ხიდია, ჩვენი ულიმიტო სიყვარული, სწორედ ამ