ქალს რომ გაუგო–ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა, ქალს რომ უყვარდე–უთენებდე დილას იებად, ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი, უნდა გახსოვდეს,– საყვარელ ქალს ხომ ყველაფერი ეპატიება. )))))))))))))))))
როგორ ხარ?-კარგად.-მართლა კარგად ხარ?-ჰო, მართლა-რა კარგია თუ კარგად ხარ..-ალბათ კარგია.-ცუდ ხასიათზე ხარ?-არა. ჩვეულებრივზე...-გენატრება?-არა, ახლა აღარ მენატრება -სხვა დროს მოგნატრებია? -გაგიჟებამდე.. -გიტირია? -ცრემლის დაშრობამდე მიტირია. -ხალხში გიმღერია? -კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია -წვიმაში გიცეკვია? -არა, მაგრამ ვიცეკვებ. -გიპოვნია? -ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია. -დაგიკარგავს? -თავი დამიკარგავს... -შეგშინებია? -მარტოობის ახლაც მეშინია. -გწყენია? -ბევრჯერ... -დაგიწერია? -ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ.. -გინანია? -უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები.. -წარსულზე გიფიქრია? -ყოველ ღამე. -ღამე გაგითენებია? -მზის მოლოდინში -გითქვამს, რომ გიყვარს? -თვალებით