ჩემს ცხოვრებიდან წასვლა ადვილი იყო. უბრალოდ ადექი, წახვედი და მიხურე კარები შენს უკან... დამტოვე. მე კი ვოცნებობ, რომ დრო მოვა და ისევ ჩემს კარებთან მოხვალ. ვოცნებობ, თან ვიცი, რომ არ მოხვალ შენ არასდროს, და ზუსტად ამიტომ დღემდე არ ვაღებ ჩემს კარებს, მეშინია არ დამხვდე, მეშინია როგორც მაშინ მომკალი შენი წასვლით, ისევ ისე მომკლა შენი არმოსვლით... წახვედი, ჩემს ბედიდან, ცხოვრებიდან, მაგრამ დარჩი მოგონებებში, იქიდან ვერასდროს წაგშლი... იქ შენ მუდამ ჩემი ხარ...