მე და პოეტებს * * * წვიმის წვეთებმა,აიტაცეს მიწიდან ორთქლი, და ჩვენს ქუჩაზე,ხის ძირებში სიმშრალე გდია, უნდა გხედავდე,არეულს და ცოტათი შფოთვით, უნდა გხედავდე! რადგან თურმე ავდარი გქვია. ალბათ ეს ღამეც მოიხურავს ისევ მანტიას, და ძველებურად,დედამიწას შიგნით მოიქცევს, დადგება დრო და,ყველა სახეს არქმევ ნამტირალს, ზემოთ იტყვიან...-რაც თესესო,იგი მოიმკეს. ახლა კი წვიმებს,გაზაფხულის სურნელს აცმევენ, ზეცა აღარ ჩანს,ეს ღრუბლები ისე ბნელია, კაცობრიობას რაც არა სურს,წამში ამსხვრევენ, მე კი ერთ რამეს,ვერ ვიმეტებ უკვე წლებია. ხესთან სიმშრალეს აიღებდა ციური სითხე, შიგნიდან ლექსიც მივაწერე,დაორთქლილ მინებს, ხმამაღლა ვერა...და გრძნობები ჩურჩულით გკითხე, შენ ხომ ავდრობ და, ხოს თუ მეტყვი,ვიშოვი კიბეს. ვიშოვი კ