როგორ შეგიძლია არ გიყვარდეს, როცა შენ თვითონ ითხოვ სიყვარულს? როგორ შეგიძლია არ აპატიო ტყუილი, როცა შენც მოგიტყუებია? როგორ შეგიძლია არ გაამხნევო გულნატკენი ადამიანი, როცა შენც ბევრჯერ გტკენია გული? როგორ შეგიძლია არ გაუგო ადამიანს, როცა შენც ითხოვდი გაგებას? როგორ შეგიძლია არ დაეხმარო, როცა ოდესღაც შენც ყვიროდი, მიშველეთო... რას ვიზამთ, ზოგს "შეუძლია"!!
გამყიდეს, გამცვალეს, მაგრამ ვერ დამცალეს. ფეხზე დამიკიდეს, მაგრამ ვერ მიყიდეს, წამართვეს, გამწირეს, _ ეს მე არ მამცირებს, შემარქვეს, მომიგონეს, _მაინც ვერ დამიმონეს, დაჭრილი დამტოვეს, ვეჩვევი სიმარტოვეს გადამაგდეს, მომპარეს, _ გმადლობთ მტერს და მოყვრეს.