სამშობლო - ძნელია გამოთქვა, როგორია ჩვენი გრძნობა სამშობლოსადმი. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, ეს არაფრის მთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღქმა ნიშნავს რამეს . ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი.ჭირს გარჩევა - ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის სახლობს ჩვენს გულში. სამშობლო, ესაა ჩვენი ენა, ესაა ჩვენი სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კატოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა; ესაა ჩვენი უთვალავი ტაძრები და მონასტრები, ჩვენი სიწმინდენი ხელოვნება, მწერლობა; ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედ