ახლა მინდა რომ თოვდეს, ვიყოთ სოფელში მარტო, მინდა ბუხართან თბილად, თავი შენს მკლავზე დავდო, ფიფქებით მინდა თოვდეს, ვიყოთ მე და შენ მხოლოდ, ბუხარიც სულ არ მინდა, ვგრძნობდე შენს სითბოს ოღონდ. მინდა გაყინულ ხელებს, მითბობდეს შენი ბაგე, გამოგიგონებ ჩემთვის, არ მინდა ვინმეს გავდე, ახლა მინდა რომ სუსხში ვიყოთ მე და შენ მარტო, მინდა ბუხართან თბილად თავი შენს მკლავზე დავდო. მინდა ვიკითხოთ ერთად, წიგნების მთელი თაღი, მინდა გიყვარდე ისე როგორც უყვარდა "რავიკს". თითქოს დაგხატე ჩემთვის, ჩემს ოცნებებში სახლობ, ჩემთან ახლოს ხარ, თუმცა მაინც ბავშვივით გნატრობ, ზამთარი სულ არ მიყვარს, უბრალოდ მინდა თოვდეს, მინდა გათოშილ ხელებს, შენი ხელები გრძნობდეს