იოანეს სახარება 14:15 თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
*_____________*
იოანეს სახარება 15: 16 - 19:
16 თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
17 ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18 თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19 ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
*______________*
2 თესალონიკელთა 3:6:
6 ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვ