იწვის სანთელი ხატების წინ ... ჩუმად და დნება ... არავინ იცის გულში რამდენ სატკივარს ტევდა ... იწვის სანთელი ... ის საწყალი ცრემლად იღვრება ... ტაძარში სანთლის სურნელება ნაზად იფრქვევა. ალბად ხატებმა მოისმინეს მისი ვედრება ... ის ხომ ჩვენს თხოვნას ... ჩვენს სურვილებს ღმერთს ევედრება ... ასე უსიტყვოდ ... ასე ჩუმად იწვის სანთელი ... რამდენი რამე გულში დარჩა ... ღმერთო სათქმელი. იწვის სანთელი ხატების წინ ... იწვის და ქრება ... ჩვენ კი ცოდვილნი სანთლით ხელში ტაძარში ვდგევართ ... ღმერთო ისმინე, ჩვენი თხოვნა ... ჩვენი ვედრება ... თვალ ცრემლიანი ... ხატს და სანთელს ვთხოვთ ანგარებას. იწვის სანთელი ... სამრეკლოში რეკავს ზარები ... ამ დროს ზეცაში ჩვენს სათხოვარს ისმენს გამჩენი ... სანთელი ჩუმად ... ცრე