არასდროს მყვარებია მშვიდი წვიმა, ყოველთვის თავსხმას ვარჩევდი. არასდროს მომისმენია მუსიკა დაბალ ხმაზე,მელოდია მუდამ სხვების ყურამდე აღწევდა. არასდროს მყვარებია მშვიდად,მუდამ სიგიჟეს აღწევდა გრძნობა... არასდროს გავჩუმებულვარ,მუდამ ვამბობდი იმას რასაც განვიცდიდი,მერე რა,თუ ამის გამო ბევრჯერ წავაგე. მონატრება თუ ჭკუიდან მშლიდა,უბრალოდ ვყვიროდი, რომ მომენატრა. ტირილი თუ მინდოდა ვტიროდი,სანამ არ დავიღლებოდი.თავი არასდროს მინუგეშებია. ერთ მდინარეში ორჯერაც შევსულვარ,მერე რა,თუ შედეგი ნაპირზე გარიყვაა. არასდროს მითქვამს ,,ჩემი ცრემლები სხვის თამაშში ფსონად არ ღირსთქო” მერე რაა, თუ ამ ცრემლებიდან ტკივილის მეტი არაფერი შემრჩა. არასდროს გამიცინია მოკრძალებულად და ნაზად... ყოველთვის იმდენს ვიცინოდი რაც