ჩემო სიყვარულო! სულ არ მინდოდა, შენ რომ გცოდნოდა, თუ როგორ მტკივა გული...შენ, მეკითხები:-თუ როგორავარ,-კარგად ვარ, ძალიან კარგად... ჩემს გულის ტკივილს, შენ, ვეღარ უშველი, დააგვიანე,- იცი? გულის ტკივილი...გულის ტკივილი, დღეს უკვე, დღეებს ვითვლი...რა მოკლე ყოფილა, ეს ჩვენი სიცოცხლე,- ვიცი... დღეს კარგად, ვიცი... დადგება დრო და ვეღარ გიპასუხებ, გაგიკვირდება ალბათ...სხვა სამყაროში, შევაღებ კარებს და იქ დავიდებ ბინას... გარდავიცვლები, გარდავიქმნები,- არ მეშინია-კარგო. ერთი რამ მაწუხებს და მხოლოდ ერთი რამ,- ხმას, რომ ვერ მოგაწვდენ ჩემო... იცი? დღეს მართლა, აღარ მეშინია...უკვე მზადავარ კარგო,- რადგან მისიამ, ჩემმა მისიამ დაკეცა მე მგონი, ფრთები...დღეს, დედამიწა აღარ მიზიდავს, მარადისობას ველი...როგ