მე ცივი ვჩანვარ ყველას თვალში, რადგან მთელ სითბოს მას ვუნახავ, ვისაც საკუთარ გულს ვანდობ. მე შემიძლია საყვარელ ადამიანს ვუერთგულო ბოლომდე და ამაში ჩემი ნებისყოფა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა დამეხმარება...))) მე დამოუკიდებელი ვარ და მე მარტო ვიბრძვი ყოველთვის... დიდება არ მინდა მაგრამ სახელი ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ყველას დაიმორჩილებთ მაგრამ მე ვერა... მე არ მეშინია ტკივილის, მაგრამ ეს თუ მაინც გააკეთეთ, რაც უფრო მეტად მატკენთ, მით უფრო გავჯიუტდები... მე ვიძიებ შურს, მაგრამ არა ახლა, და თქვენ ამ შურისძიებაზე ვერაფრით მიპასუხებთ. რადგან მე ვგეგმავ, მოთმინებით ველოდები და როცა ამის დრო მოვა, მევე განვახორციელებ მას!!!