როდესაც გწერ,თითქოს შვებას ვგრძნობ. ჩემგან ისეთი გზავნილები მინდა დაგრჩეს, რომ წლების შემდეგაც კი, მათი წაკითხვისას შენმა გულმა გამალებით დაიწყოს ცემა. რომ არც გიყვარდე, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რომ მე მიყვარხარ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიღაც გიყვარს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შენი სიყვარულის ობიექტი ძალიან ძალიან შორს იმყოფება. რომანტიზმისა და გარკვეული იდუმალების შარავანდედით მოსავ. მოელი შეხვედრას და არ იცი, ეს როდის მოხდება.