და როცა ოცნება ტკივილში იზრდება, უნდა გაიხურო წარსულის კარები. არ უნდა გაჩერდე,სადაც ღიმილები ცრემლებს შეუცვლია შავ-თეთრი ხაზებით. უნდა წამოხვიდე ძველი ფიქრებიდან და გზა გაიკვალო სულ ახალ აზრებში, აღარ შეეგუო უღირს დღეთა წყებას და ბედნიერებამ იცხოვროს თვალებში. უნდა წამოხვიდე,როცა საჭიროა, გტკივა? არაუშავს ესეც ხომ გაივლის. ბედნიერება აგავსებს ოდესმე და ძველი ტკივილი უკვალოდ ჩაივლის...