რამდენ დარდს უძლებს გული და რამდენ ცრემლებს მალავს... რამდენ სიყვარულს იტევს, რამდენ ჭრილობას ფარავს... ხან ლოდი აწევს მძიმე... ხან სიყვარულით დნება... ხან სიკვდილამდე აღწევს... მაგრამ არასდროს კვდება.....
მე არასდროს მქონია სახლი, მაგრამ ყოველთვის მქონდა თავშესაფარი. მე არასდროს მქონია სიხარული, მაგრამ ყოველთვის მქონდა ღიმილი... მე არასდროს მქონია გზა, მაგრამ ყოველთვის მქონდა ბილიკი... მე არასდროს მქონია იმედი, მაგრამ ყოველთვის მქონდა რწმენა... მე არასდროს მქონია მხარდაჭერა, მაგრამ ყოველთვის მქონდა მხარდასაჭერი... მე არასდროს მქონია არაფერი, მაგრამ ყოველთვის მქონდა ყველაფერი...