მე რაც მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და რაც მძულს, ისიც სიცოცხლეზე მეტად. ვფიქრობ და ახლაც არ ვიცი, როგორ შეიძლება გიყვარდეს და არ უყვარდე, უყვარდე და არ გიყვარდეს. არ ვიცი, მე საერთოდ არაფერი ვიცი, არც ის მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე, მითუმეტეს სიყვარულზე. მიყვარს შეშლილებთან საუბარი, ამიტომ ველაპარაკები საკუთარ თავს საათობით. მქონია ღამეები რომლებმაც გამათენეს.