სახრჩობელაზე ვდგავარ და ვფიქრობ, აი დასრულდა ჩემი ცხოვრება სიცოცხლის ბოლოს სიზმრებში გხედავ, შენი თვალები სულ მახსენდება, მე მახსენდება თბილი დღეები, სიტყვები შენი ''მიყვარხარ გულში'' მე შენი თმების სურნელიც მახსოვს, და ბოღმა მახრჩობს მიძვრება სულში, მე მახსენდება პირველი კოცნა, შენი ტუჩები ათრთოლებული, ახლაკი აქ ვარ და მზეც არ მათბობს, ისიც ჩემზეა გაბრაზებული, სიცოცხლის ბოლოს ფიქრებში გხედავ და მახსენდება შენი ფერება , ყულფის შეხება მაფხიზლებს მხოლოდ მეგობარივით ყელს რომ მეხვევა, ჯალათებს შევთხოვ ''მალე მომკალით'' უშენოთ მეტი არ მინდა ყოფნა სიკვდილისთვისაც მზადა ვარ უკვე, მე უშენობა, დღეს, აქ მეყოფა......