ფუნჯით მღერის ჩრდილთა გრძნობის მელოდიებს ამადეო,
წინ გაუსწრო საუკუნეს, თვალი ურჩევს მომენდეო.
გადაცმულ დემონთა სითხეც უხმობს- შევთვრეთ ღამემდეო,
და ეშმაკთა ულმობელი მწარე ნების ხდება ტყვეო.
დაუფასებლობის გამო უფალს შესთხოვს-დამინდეო,
უფალი კი, ნაზად, მკრთალად ეუბნება- იცი მეო,
შენს ამ ქვეყნად მოვლენისთვის, ცას ვარსკვლავი მოვწყვიტეო,
ისევ ის სჯობს ცაზე გიხმო, საუკუნოდ განათდეო.