>>მიტოვებული სახლი<<,,ისევ იქ დგას ნისლხვეული სახლი,
გაქვავებულ გულისნადებს მიხსნის,
ელოდება, ელოდება წყნარი,
კარებს როდის შეუღებენ მისნი...ისევ იქ დგას, ახლოს მთების ძირში,
სულ ერთგული სიყვარულით მთვრალი,
ხავსმოდებულ, აცრემლებულ ფიქრში,
მომაკვდავი, მარტოსული სახლი.მოგონებებს აშრიალებს კარი,
ჭრიალ–ჭრიალს რომ უმატებს ღამით,
იმზირება სარკმლებიდან მწყრალი,
გულნაწყვეტი მიტოვების ქარი.ბუხრის სული დანატვრული ხანძარს,
გაქექილი ნაცრიანი გრდემლით,
მერამდენე წელი შეშას არ წვავს,
და არ ათბობს კარ–მიდამოს ცეცხლით.მტვრიან ლოგინს თეთრი ზეწრის ფერი,
შეუცვლია ნაცრისფერი ობით,
აღარ ისმის ჟრიამულის ხმები,
საალილო სიმღერები შობით.ისევ იქ დგას ნისლხვეული სახლი,
გულს უღრნიან სიმარტოვის ფიქრნი,
არავინ სჩანს! ელოდ