შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე არ მიაყენო არვის ზიანი, მათხოვარი რომ მათხოვარია მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი. თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ სულში რომელსაც უმღერს იანი, მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი. სჯობს სულში ია-ვარდი ახარო ეს არასოდეს არის გვიანი, შეძლებ განდევნო სული ბოროტი თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი. ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი ეს არასოდეს არის გვიანი, მეც წაგაქეზებ: მიდი, ამაღლდი შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი. ნუ დააფასებ ამპარტავნებას თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი, გული ეძებე: სათნო, კეთილი კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი. ყველა ბალახი ბალახი არის ვაჟას უყვარდა დეკა-ღვიანი, ილიას სევდას მთანიც კვნესიან “ყველა კაცია- ა დ ა მ ი ა ნ ი?!” გაზულუქებულს ნუ გა