ჯერ ისევ ბავშვი.სულით არა,გონებით უკმაყოფილო სიბერის და წლების გამოგონებით ამას ვიტყვი სიბერეში სევდიან მოგონებით მოვინდომებ ბავშვობას და მოვკვდები ამ მონდომებით მე მოგყვები იქ სადაც ვცდები, -- მე ისევ ვეძებ კარადაში საოცნებო ნარნიას და ვუერთდები ოცნებების რეგულარულ არმიას და გიყურებთ ხალხს და ვეძებ ნამდვილ კაცს,ადამიანს ბავშვს რა დარდი აქვს,რომ არ გამოცხვა პასკა და პოლიციას დაუძახა და ცრემლები წასკდა და გასკდა და აფეთქდა ის ბავშვური განცდა, რომ წლიდან წლამდე მიხაროდა ახალი წლის დაცდა ვერ გავექცევი რომ მომიწევს ალბათ ხანი და სიბერე ისე გაქრა ბავშვობა რომ ვერც კი შევათვალიერე ვკერე ოცნებები,ვხვეწე მოქცევები და მივხვდი რომ თუკი მოკვდი ორჯერ,ვერ აღმოცენდები მიხვდები როცა პროცენტები გექნება