ღამეს დღე შესცვლის,დარდს სიხარული
შავ ყორანს შესცვლის თეთრი თოლია,
როგორც ეს ლექსი არის შავ-თეთრი
ამ ცხოვრებაშიც ორი ფონია,
ცხოვრებას ისე როგორც როიალს,
მხოლოდ შავ-თეთრი ფერი ქონია.
აქ ყველაფერი წარმავალია,
სიცილს ყოველთვის ტირილი სცვლიდა
აგეტირება თითქოს ხანგრძლივად,
მაგრამ მალევე გახდები მშვიდათ,
სიმშვიდე შენი ხვედრი როდია
თეთრი და შავი ერთად მოდიან
ხან ერთს ავირჩევთ,ხან კი მეორეს
ასე ვაგრძელებთ ქვეყნად ბოდიალს