თურმე რამდენი დრო გასულა,
ვეღარ ვითვალე,
მოფერება და სიყვარული დიდი ვისწავლე,
ერთ რამედ ღირდა!
თუმცა ძლიერ ბევრი ვიწვალე,
არა, არ ვნანობ,
მაგრამ ძლიერ გადავიღალე.
ბედნიერება სულ თან მდევდა, საკვირველია?!
მაგრამ დარდებიც შიგადაშიგ ბევრი ერია,
ზოგჯერ ისეთი უმწეო და ეული ვიყავ,
გავიხსენე და
თვალს ცრემლები შემოერია.
სიცივე დგება.
სურვილს მიჩენს ჩუმი ვედრების,
ამ ბოლო დროს სულ აღარ მჯერა
გიჟურ ვნებების,
ისევ და ისევ ამოუცნობ სევდას ვნებდები,
ეს კი არ მომწონს
მგონი ვბერდებით ერთად ვბერდებითმაგარია! 1პასუხი👍