ჩემს ქმარს უსათუოდ ლექსები ეყვარება. და სულში ექნება ჩამდნარი ხელოვნება. არაფრად ეღირება ქვეყნისთვის თავგანწირვა. ქართული ექნება სისხლი და ეროვნება. ჩემს ქმარს უსათუოდ ღიმილი მოუხდება. თვალებში ენთება სიმტკიცის ნაპერწკლები. ყველას ვაჟკაცობას ეჭვქვეშ დააყენებს. და მეც უშიშრად და მშვიდად დავბერდები... ჩოხა-ახალუხი მხარ-ბეჭს დაუმშვენებს. ღიმილგარეული დარდით დაღვინდება. მტკივან საქართველოს ყველა დაკვნესება გულის საძირკველში დასწვავს,ასტკივდება. ჩემს ქმარს უსათუოდ დედა ეყვარება. ძმაკაცი ეყოლება სულით თანასწორი. უსუსურს,დაუცველს ფარად ეფარება, დიდთან,პატარასთან მათებრ თანატოლი. ჩემს ქმარს საქართველოს მთები ეყვარება. მიწა ეყვარება-სისხლით დანაფერი. ერთ სიტყვას იტყვის და მას ფასი ექნება, თუმც მტერი