რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს? ალბათ დედაა უფრო მთავარი, მამა არ აფრქვევს ქალივით ცრემლებს, მაგრამ გული აქვს შვილზე დამწვარი; თითქოს მკაცრია, ერთი შეხედვით, ცრემლს არ განახებს, მოგერიდება, მაგრამ მამის გულს თუ შეეხები, იგრძნობ დარდისგან როგორ ღვივდება; მამის თვალები, მზრუნველ ფიქრებად ჩუმად, უთქმელად გვფარავს და გვიცავს. და როცა ერთხელ აღარ იქნება, მდუღარე ცრემლით ვუსველებთ მიწას; ეჰ, მამას აწი ვინ გამიცოცხლებს? რა დამრჩენია, ვინატრო უნდა. გავიმეტებდი უხმოდ სიცოცხლეს, რომ ერთი წუთით მენახა თუნდაც; სულ ერთი წუთით დამიდგეს გვერდში, სულ ერთი წუთით მოვხვიო ხელი, მერე ჩავემხო მის ძლიერ მკერდში და პატიება ვევედრო წრფელი; ეჰ, გვიანია სიტყვები ნაზი, ის დამრჩენია, ვეფერო საფლავს. სინანულს მხოლოდ მაში