მუჰამადი – უკანასკნელი
წინასწარმეტყველი
და აი, ისას ზეცად ამაღლების შემდეგ დაახლოებით ხუთი
საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ადამიანები კიდევ უფრო დაშორდნენ ჭეშმარიტებას.
გავრცელდა მრავალი მცდარი აზრი, ურწმუნოება და ალაჰის გარდა სხვა ღვთაებების თაყვანისცემა.
მაშინ ალაჰმა ადამიანებთან მუჰამადი გამოგზავნა და აღჭურვა იგი სწორი სახელმძღვანელოთი
და ჭეშმარიტების რელიგიით, მოწოდებით, რომ მხოლოდ უზენაესისათვის ეცათ თაყვანი. ეს
დალოცვილ მექაში მოხდა, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამასთან, ალაჰმა მუჰამადს ნიშანი
და სასწაულის ჩადენის უნარი მისცა, რათა დაემოწმებინა, რომ იგი ჭეშმარიტად ღვთის გამოგზავნილი
წინასწარმეტყველი იყო. ალაჰმა მისით დახურა წინასწარმეტყველთა გრძელი რიგი და იგი უკანასკნელი
მათგანია,