წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ანდერძი. უწმინდესისა და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს, ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობას, პატიებას. ღმერთი არს სიყვარული! რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე. ვერ მივაღწიე ღვთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ,მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმან. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბ