DABADEBIS DGE AQVS VAKES
არ გეგონოთ ლექსი რიჟა,
მოაწყო მან ვეიქ-ფართი
და უბნებიც დაპატიჟა.
დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი ზმანი
Fეის-კონტროლი ვერ გაიარა.
თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად,
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია, ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.
ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სუფრას მიუჯდა თუმცა ეს-ესღა
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა
საჩუქრისათვის ფული ესესხა.
სანზონა ღელავს, ტირილს აპირებს,
რადგან გაეხა ჯინსი შუაზე,
ისანს ჰალსტუხი უშოვია და
იცინის, აღარ არის ჭკუაზე.
გამოვძღებიო-ხარობს გლდანულაც
ცმუკავს, დახტუნავს, თითქოს რწყილია,
სიგარას ქაჩავს ნახალოვკა და
რაღა თქმა უნდა დაბოლილია.
ზემკა მთვრალია, ნატვრით ი