მე სიყვარული მიყვარს მგონია, გრძნობა რომელიც ჩემი ტოლია. უფალს აკვანთან დაუტოვია მე კი აკვნიდან გამომყოლია. მიყვარს ბუნება,ჩიტი პაწია, წყარო ანკარა,ზღარბი ქაცვია. მიყვარს ბავშვი და მიყვარს მოხუცი, მიყვარს ის,ვინც რომ მართლა კაცია. ქალს ამშვენებდეს სულის სინაზე, თუნდ დახეული კაბა აცვია. მიყვარს სულელი,ბრიყვი,ალალი, ღმერთმა მათხოვრად არვინ აქცია. გზა აირჩიე ცხოვრების სწორად, უფალმა ჯვარი შენთვის ასწია. მიყვარს სიცოცხლე,გული ხალასი, თვით სიყვარული სულის განძია. შენ იყავ ჩემი შემწე უფალო, თუ სიყვარულმა ზურგი მაქცია . 7