უკვე მერამდენე ცრემლის მიზეზი ხარ... უკვე მერამდენედ მომენატრე მამა... უკვე მერამდენედ დამიმძიმდა გული... ფიქრით მერამდენედ ჩამაძინა დარდმა... როგორ მომენატრა შენი ჩახუტება... როგორ ჩამორეცხა ცრემლმა ისევ სახე... მე გუშინაც იმ იმედით დავიძინე, იქნებ ამ სიზმარში მაინც დამენახე... მაგრამ არა მამა, ძილიც უგულოა, შენი თავი სიზმრად არც მან არ მაჩვენა, დილა თენდებოდა ისევ უშენოდ და ტკივილებმაც ისევ თავი შემახსენა... უკვე მერამდენე ცრემლის მიზეზი ხარ... უკვე მერამდენედ მომენატრე მამა... უკვე მერამდენედ დამიმძიმდა გული... ფიქრით მერამდენედ ჩამაძინა დარდმა... მენატრები...