რასაც ვფიქრობ უნდა ვთქვა სანამ რამე მოხდება,
საკუთარ თავს ამჯერად გამოსავალს ვთავაზობ,
მაღალ-ქუსლიანებზე მოკლე კაბით, რომ გხედავ,
მინდა მოგესალმო და გამოგელაპარაკო.როცა ნაზად იღიმი კისერს, როცა გადაწევ,
ჩემს თვალებში მაშინვე უნებლიედ ბინდდება,
მერე ვფიქრობ, რომ შენგან თავს ვერასდროს დავაღწევ,
აი მაგ დროს იცოდე - ჩახუტება მინდება.როცა გაიკრასკები ტუშითა და პომადით,
ფრჩხილებს, როცა იღებავ ათასგვარი ფერებით,
კვლავ იმედი მიჩნდება ბედნიერი მომავლით,
მინდა, შენს პატარა ხელს კრავდეს ჩემი ხელები.მომწონს თმებს, რომ გაიშლი რაღაც უკიდეგანოდ,
ახლა სულ სხვა აზრზე ვარ - ადრე გული მიშლიდა,
პოზიტივი, რომ ცდილობს გრძნობით შემომეპაროს,
არაამქვეყნიურად რომ გაკოცო ის მინდა.თვალის ჩაკვრა, რომ იცი თავგასული მიმიკ