სისხლის გუბეში,მბორგავს სხეულზე წვიმის წვეთები თითებს დაუყვა,ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი ქართული მიწის ნაპრალს ჩაუყვა. ვერ შეგვაჩერებს ტყვიის წვიმა და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით,ვუტევთ უდრეკად,ბოლო წვეთამდე სიკვდილსაც მხოლოდ გიმილით ველით.თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა,აფხაზეთს მაინც არავის მივცემთ.დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცებად,რადგან მომავალს ერთობა მივცეთ. გადამწვარ ველზე,დანისნულ თვალებს გადაეკვრება როდესაც ბინდი,ძმათა საფლავთან,ნაომარ მხარს დარჩება გვამი,უცნობი,ცივი. ცინკის კუბოსტან როდესაც მოვა თვალცრემლიანი მშობელი დედა,ვთხოვ,მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს რადგან,ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.