იყიდება სინდისი , რაც არასდროს ატარე
ცოტასაც არ იტოვებენ თავის ფასში ატანენ .
იყიდება კაცობა , კაპიკებში ყიდიან
თან არც ძვირი დაგიჯდება თან მოგება დიდია.
იყიდება ნიჭი თუნდაც არაფერი გედოს თავში ,
მთავარია ნათესავი ბიზნესმენი გედგას მხარში .
იყიდება ჯანმრთელობა ავად ყოფნა ვის გშვენით ,
მაგრამ თუ ვერ გადაიხდით ჩვენ ვერაფრით გიშველით .
იყიდება სექსი , გამოცდილ ქალს დაიწვენს ,
თუ კი ქალიშვილი შეგხვდათ ხმარებაში გაიწევს .
იყიდება სიყვარული , მილიონზე ეგრევე
როგორიც ხარ და ვინცა ხარ მოდი კაცო შემკერე .
გაიყიდა სიმართლე ,არაფერშიც არ გვარგებს
ვერაფერში მოიხმარეს და ლომბარდში დაკარგეს .
იყიდება რწმენა თუკი ვნახავ ისეთ ავსულებს
მე სულს მივცემ და ის კიდე 7 სურვილს შეასრულებს .
იყიდება ღირსება