ქვიშაზე ნაკვალევს გააქრობს ქარი, წლების ნაშენებს დაანგრევს წამი. თუ მეგობრობას გაუჩნდა ბზარი, წამსვე უდგება საძირკველს წყალი. თითებს ნაფერებს სანამ დაათოვს, სუნთქვას სანამდის გაყინავს დრო, შევინარჩუნოთ ეს სიყვარული, ღმერთო! მეგობრობას წმინდასა გთხოვ. მიყვარს სიმართლე პირდაპირ თქმული, სუფთა თვალები და წრფელი გული, შენი ღიმილი და სიხარული, ნდობა, გაგება და სიყვარული...