მერე რა, რომ გაფრენილა წლები ასე,
მერე რა, რომ სიყვარულიც გაფრენილა
მერე რა, რომ ზოგჯერ წლები მტკივა გულში
და მომავალს, ბევრი დრო არ დარჩენია.
მაინც მიყვარს ეს ცხოვრება, როგორც ადრე,
მაინც მიყვარს ალერსი და მოფერება,
ჩემი გული, არასოდეს დაიღლება,
მე, ჭაღარაც ვერასოდეს მომერევა.
მერე რა, რომ წლები მიღმა დარჩენილა,
სანამ ვცოცხლობ, არასოდეს დავეცემი,
დროს არ მოვკლავ, ჩავიხუტებ ყოველ საათს,
არასოდეს, არასოდეს დავბერდები.