ბავშვობით დაწყებულ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
სიბერით დანისლულ თვალებს!
გულიდან დაწყებულ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ დაუვიწყარ წამებს!
სიცოცხლის პატარა ნაპერწკალს გაუმარჯოს,
ფეხზე რომ დადგები მისთვის!
მეგობარს ერთგულს და შეუცვლელს გაუმარჯოს
და ხელებს - დამხმარეს სხვისთვის!
ლამაზად ნათენებ დილას გაუმარჯოს, უფლის სადიდებელს თასით!
ყველა ორსულს და მოლოდინს გაუმარჯოს,
ღვთისმშობელს დედობის არსით!
ყველა მოგონებას, ტკბილ - მწარეს გაუმარჯოს,
სიცოცხლის სახელით ბრძოლას!
ყველა სიკეთის მკეთებელს გაუმარჯოს, მშვიდობის შეუცვლელ ქომაგს!
სულ ყველა ვარდისფერ ბილიკებს გაუმარჯოს,
ტაძრების გუმბათის ძალას!
ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს - მტრობაზე რომ იტყვის „არა"- ს!
და - ძმობის სიყვარულს, ბავშვობას გაუმარჯოს,