მან დამივიწყა, ჩაუარა ხეივანს ნაცნობს,
მე გულში დღემდე ვეფერები იმ ძველ ადგილებს,
გადაშალეო ეს ფურცელი ცხოვრება მამცნობს,
არ იდარდოო, დრო ყველაფერს გაგიადვილებს.
მან დამივიწყა და ცრემლებიც აღარ აღელვებს,
მე კი რამდენ ხანს მოგონებით შევიმოსები,
თუ გაზაფხული ამ სატკივარს გამინახევრებს,
გონდაკარგულს თუ მომაფხიზლებს კვლავ მიmოზები.
ისე წავიდა, მიკვირს ისე ადვილად დამთმო,
ცარიელ სახლში დააბიჯებს გამხდარი ლანდი,
ხელისგულები აღარ ვიცი როგორ გავათბო,
დამივიწყათქო...და ვინ იცის, არც კი ვუყვარდი.
მე კართან ისევ მიტოვებენ მიმოზის კონებს,
ჩემი სარკმელი კენჭებს ისევ ისხლიტავს ნასროლს,
შენთვის კია არა, გულს უნდა და იმად იგონებს,
რასაც ვერ წაშლის და რაც ასე ლამაზად ახსოვს.(@)