შენ ეწეოდი ,
მე ვკითხულობდი ,
ის კი გვისმენდა…
იდგა ზამთარი უმზეოდ და
დრო თეთრს იცმევდა,
თითქოს ითმენდა ,
მარხულობდა ,
ელოდა ნათელს ,
ელოდებოდა ცისკრის ლოცვას ,
სხივებად მნათეს …
ჩვენ კი ვიდექით , იმედებით ,
ფიქრით და ნატვრით ,
სულის სიღრმიდან
მოქსოვილი
ოცნების ჯაჭვით !
იყო პაუზა … იდგა სიჩუმე …
და მოლოდინი ….
ცა ნაცრისფერი ….
სიტყვა უსიტყვოდ
აწონილი ,
როგორც ღირსება …
შორს ჰორიზონტი ….
სუნთქვა ფრთხილი
და ზომიერი ….
და ჩვენ ვიდექით ….
ვგრძნობდით , ვიცოდით …
კელაპტარივით ანთებულნი
ქარში ვიწვოდით ….
მე ვკითხულობდი ….
შენ მისმენდი ….
ის ეწეოდა …..
და ემჩნეოდა ჩვენს ერთობას
რაღაც სხვაგვარი …
ზამთრის უმზეო
დღეებით და
ფიქრით ,
ოცნებით …
ერთი უბრალო
სტატუსით და
დაბალ წოდებით …
ცხო