მე სიყვარულზე შეყვარებულმა,
ლამაზი ლექსი მინდა დავწერო,
უსიყვარულოდ ჩემი ცხოვრება,
მინდა, რომ თქვენთვის აღვწერო.
ეს იგივეა, ჩიტი ფრთების გარეშე,
უწყლოდ კი თევზი ცოდო საწყალი,
მე სიყვარულისთვის დაბადებულს,
ვარ, ცხოვრებაზე ცოტა გამწყრალი.
კიდევ მოვითფენ ამ მარტოობას,
ოღონდ ვიპოვნო ჩემი რჩეული,
ამ მარტოობამ ცოტა გამტეხა,
სითფოს სიყვარულს გადაჩვეული.
სიყვარულს ჭირდება გრძნობა გულწრფელი,
სიყვარული ძნელია, არ გეგონოთ ადვილი,
მე ვარ დღემდე ძლიერ მისი ერთგული,
ესეთია გულწრფელი სიყვარული ნამდვილი.