ლოგინს მიმჯაჭვა ერთი ხანი მე სულის შფოთვამ გადამახურა თავზედ მძიმე დარდების გროვა, ისე დამრია ხელი ერთხან თუშეთზე ფიქრმა
ცხადლივ მაბოდებს ის დღეები როდისღა მოვა,
ეხ ვერ იპოვეს ექიმებმა ჩემი გულის თქმა მხოლოდ მე ვიცი რა არს ჩემი სულის წამალი ღამეც სიზმარში მელანდება დიყო და შიბყა ნაალხაჯარზე ამოსული დუცის მამალი
გული მშვიდდება ფიქრს მივყავარ ვიწრო ბილიკით აგერ გამოჩნდა თმაჭაღარა შავი კლდის ცერიც გადამახედე ფიქრო ჩემო გადამახედე იჩქარე თორებ გულს მისერავს დარდების მტვერი
ახში მოვედი მოვაღწიე შავი კლდის ცერზეც სიტკბის მხარიდან დამიბერა უკვე ნიავმა თვალებს მისველებს ჯანღიანი თჲშეთის ხილვა და შურთხის სთვენა შავი კლდიდან ჩემს ყურს ეამა