ვიღაცამ მითხრა, სიგიჟემდე მიყვარხარო...
მე გამეცინა... გამეცინა იმიტომ რომ სიგიჟემდე სიყვარულს სიტყვები ვერ გაჩვენებს...
ასეთი სიყვარული ისაა როცა, დეტალებში, მარტივ მაგრამ გასაოცარ ემოციებს გრძნობ...
დაუღალავად რომ შეგიძლია ყოველ დღე მისი ხმა მოისმინო, მის თვალებში ისევ და ისევ ზღვა ემოციები წაიკითხო და ყოველი შეხების მომენტში გული, სხეულის საზღვრებს გასცდეს...
გაგიჟებამდე სიყვარულია როცა მის თვალწინ ცრემლებს არ დაფარავ, არც ბედნიერების და არც მწუხარების...
როცა ნებისმიერ მის ნათქვამ სულელურ ხუმრობაზე, გულწრფელად გეცინება...
როცა ყველა შეხვედრის მომენტში ისე გადიხარ სახლიდან თითქოს, ისევ პირველად უნდა შეხვდეთ...
როცა არაფერი უფერულდება და ყველა ტკივილის, წყენის და სევდის მიუხედავა