ამდენი წლის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი რამ გავითავისე. უნდა ისწავლო სხვა ადამიანის ნაკლოვანებების მიღება და გიხაროდეს, რომ განსხვავებულები ხართ. ეს პატარა საიდუმლო გეხმარება შეინარჩუნო ხანგრძლივი და გულწრფელი ურთიერთობა. ცხოვრება ძალზედ ხანმოკლეა იმისთვის, რომ სინანულით იღვიძებდე. გიყვარდეს ადამიანები, რომლებიც გულს გიხარებენ და ნუ გაბრაზდები მათზე, ვისაც ეს არ შეუძლია...
ღმერთო შენსავით ვინ იცის რა მტკივა ან რა მახარებს, შენს გარდა სხვა რას გაიგებს როდის რა ფიქრი მაწვალებს.... ღმერთო შენსავით ვინ შეძლებს დარდის ატანა მასწავლოს, მხოლოდ შენ შეგწევს ძალა, რომ მუდამ სწორი გზით მატარო... ყოველთვის როცა ცუდად ვარ მოგიხმობ....ღმერთო მჭირდები, ვგრძნობ რომ მაშინვე ჩემთან ხარ რადგან იმედით ვივსები... ვიცი ბევრს ვცოდავ და მაინც, ცოდვილს არასდროს უარმყოფ, და ამისათვის ყოველთვის, ყოველთვის გმადლობ უფალო