ისეთი მაცდური იყო წვიმის ხმა შემეშინდა კიდეც, არ მეღალატა პოეზიისთვის და არ შემყვარებოდა. მაშინ ვცადე ჩამერაზა გულის ყველა კარი, რომ ვერ შემოეღწია მასში წვიმის წვეთების თავბრუდამხვევ ღიღინს... ისეთი ამაღელვებელი იყო, რომ შესძლო და შეარხია ჩემში ყველა გრძნობის სიმი. ((
მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,და მე უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,მაგრამ აღმოჩნდა,მარტოობა ვყოფილვარ თვითონ....