შეშლილი სამყარო შეშლილი ხალხით.. ყველაფერი დაწერილია..ყველაფერი ნათქვამია..ყველაფერი გამოგონებულია(გამომგონებლებიც გამოიგონეს)ყველა მიზანს მიღწეული აქვთ..დედამიწას გასცდნენ და სხვა პლანეტებზე ცდილობენ სიცოცხლის პოვნას..და აქ რა ხდება?არეულდარეულობაა..ვინ ვინ არის?ვის რა უნდა? ვიღაც შიმშილით კვდება..ვიღაც თავს იკლავს ფულის გამო..არ აქვს? პირიქით იმდენი ფული აქვს რომ ყველაფერი გააკეთა და რა დარჩა აქ?..რა დარჩენია სამყაროში სადაც ყველა იტყუება..ზოგი უფრო ბევრს..ზოგის ცხოვრებაა ტყუილი..და ზოგიც ცხოვრებას აშენებს ტყუილზე. ბავშვები იყვნენ და გაზრდა უნდოდათ.ეხლა ბავშვობას მისტირიან..თოჯინებით და სათამაშო მანქანებით თამაშობდნენ..კომპიუტერზე ოცნებობდნენ..ეხლა აქვთ და ისევ სათამაშოები უნდათ..ნიღბებით