იქ მინდა სადაც უყვართ ! იქ სადაც ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის არ შერცხვებათ,სადაც თავისუფლად შეგიძლია თქვა "მიყვარხარ" და გაკიცხვის შიში არ გქონდეს,სადაც ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე,სადაც სულ ერთი არ იქნება ყველაფერი და სულ ერთი არ იქნები ყველასთვის.... იქ მინდა წავიდე სადაც გრძნობების გამოხატვა სირცხვილი არაა,სადაც ცრემლი დაცინვას კი არა თანაგრძნობას გამოიწვევს.სადაც გაგრძნობინებენ რომ ვიღაცას რაღაცად უღირხარ,სადაც ეშინიათ შენი დაკარგვის...სადაც იციან რომ იმედის მომცემ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობს.სადაც არ იტყუებიან და გულრწფელად უყვართ.სადაც ცხოვრებას გაცლიან და თავიანთი ჩარევით სხვის ცხოვრებას არ დაანგრევენ... მინდა წავიდე იქ სადაც გისმენენ და სჯერათ შენი,სადაც შეუძლიათ გაგიგონ და გულთა