ტყუპები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ელვისებური სისწრაფით იცვლიან იმიჯს. თუ დღეს „ფრენჩი“, დახვეული თმა და კლასიკური სამოსი მოსწონთ, ხვალ ოთხკუთხედი ფრჩხილებით, შავი ლაქით, სწორი თმითა და პრაქტიკული სამოსით გამოგეცხადებათ.
სიმაღლე
საშუალო ან საშუალოზე ცოტა მაღალი.
წონის პარამეტრი
გამხდარი (შეიძლება ტყუპებმა წონაში მოიმატონ, მაგრამ ელასტიკურობასა და დინამიკურობას ინარჩუნებენ).
სახე
წაგრძელებული, ოვალური.
თმა
წაბლისფერი ან ქერა.
თვალები
დიდი, ხანდახან ღრმად ჩამჯდარი, ხშირ შემთხვევაში ღია ფერის.
თავისებურება
ამსგავსებენ კატას.
ცნობილი ქალები
მერილინ მონრო, ნიკოლ კიდმანი, ნაომი ქემბელი, ნატალი პორტმანი