ცხოვრება რთულია,რთული
სამართავია...
აღმართზეც უნდა იარო,
დაღმართიც ჩამოირბინო...
ზოგჯერ იცინო,ხანაც იტირო,
ყველაფერს უნდა შეეგუო...
აღმა სვლა მუდამ ძნელია და
მუდამ სამართავია,უნდა მართო.
დაღმა სვლაც უნდა იგემო,
ფასი იცოდე აღმასვლის...
ორივე უნდა გიყვარდეს,
უფლის ხელია მართული!
არ იწუწუნო არასდროს,გქონდეს
თუნდ გასაჭირია!
იბრძოლო უნდა,სიცოცხლე მუდამ ტკბილია!
მართვა უნდა ყველაფერს,
მართვადი ჩვენი ღმერთია!
თუ რამეს დავიზიანებთ,
ეს ღმერთის ბრალი როდია?
უგუნურობის ბრალია...
ჩვენ არ ვმორჩილობთ კანონებს,
რაც უფალს უბოძებია!
ღმერთი ერთია ყველასთვის...
ჩვენ უთვალავად ბევრნი ვართ...
გონი რომ მოგვცა უფალმა!
იქ მართვაც ხომ დაგვანათლა?
მართვადი საქმე მოიგებს...
უმართავი კი წააგებს... და განა
ღმერთის