31.03.2015. რუსთავი | ავარია მსხვერპლით დასრულდა.კოსტავას და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე ავარია დაახლოებით 21:30 სთ.-ზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან მოტოციკლისტი კოსტავას გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მსუბუქ ავტომობილს იმ დროს დაეჯახა როდესაც მძღოლი "შკოდა"-ს მარკის მანქანით ბარათაშვილის ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მოტოციკლზე საჭესთან მსხდომი 23 წლის მამაკაცი თ.მ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა 21 წლის ახალგაზრდა სავადმყოფოში მცირე დაბეჟილობებით გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამომძიებლები ადგილზე ადგენდნენ.