ჩემო სიხარულო ისევ არ მაძინებს, შენი სურნელების, ჩუმი, მონატრება, უკვე, ზეცის გული, ღამეს ეყრება და შენი სიყვარულით, თავზე, დამათენდა, ახლა აღარ ვიცი, მზის სხივს რა მოვუყვე, ნუთუ ის ოცნება, ხვალ რომ არ ახდება? ნუთუ სიყვარულის ძველი ისტორია, შენმა მონატრებამ, კვლავ, რომ გამახსენა? დილა მშვიდობისა ჩემო ერთადერთო, ზეცას, თვალის ფერი, ჩემი ემატება, ხედავ საყვარელო, შენი ლოდინისგან, დილას მზის თვალები, ცრემლით, ენამება, შენზე ფიქრებია ღამეს რომ მითენებს, მერე მარტოობით, ისევ, მიღამდება, ჩემო სიხარულო, მინდა, რომ იცოდე, შენი ჩახუტება, როგორ მენატრება, ახლა გავგიჟდები, ნატვრას ფრთებს შევასხამ, იმ გულს მოვიპარავ, შენ რომ გენანება, ჩემო, გასაოცრად ტკბილო, სიყვარულო, იმედს ვიტოვებ, რომ ნატვრა ამიხდება