მე ვგრძნობ რომ მალე დავტოვებ სხეულს, დავტოვებ სევდით, დავტოვებ ცრემლით, მე გულში უკვე ვიგრძენ სიცივე, სიბნელე არის გარშემო ვრცელი მე ყველას გტოვებთ და შენ ერთს გეტყვი......... როცა მოვკვდები შენ დამიტირებ და მომიზიდავ ლამაზ ყვავილებს მე კი სულ მუდამ ზემოდან გიცქერ და შენს სიხარულს შევთხოვ შემოქმედს თუ დაღონდები ჩემი არ ყოფნით მჯერა რომ მოხვალ დამპალ საფლავზე შენ მომიგონებ მე გულდამწყდარი ვიცი რომ კვლავაც დამაყრი ცრემლებს ჩემი სახლი ახლა გახდა კუბო ჩემი საზიზღარი სამუდამო სასახლეა ეს პატარა ჭირის კარი შიშსაც ვერ ვგრძნობ სიყვარულით აქ გამომყვა შენი სითბო გავაოცე ანგელოზთა ჯარი ვინც რომ ყველას გვიცნობს ვერ ამოხსნეს ჩემი დიდი და უსაზღვრო ფენომენი გვიან მიხვდნენ რომ ეს იყო სიყვარული მე და შენ